ჩემი პროექტის პორტფოლიო "წელიწადის დროები"
ეს ტრენინგი დამეხმარა გავცნობოდი პროექტებით სწავლებას,მის დადებით მხარეებს.გავეცანი რომ მოსწავლე თავად არის ჩართული სასწავლო პროცესში,ხოლო მასწავლებელი არის დამხმარე.პროექტული სწავლებისას მოსწავლეებს უვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარები.მოდულის გავლისას შევისწავლე სხვადასხვა შეფასებებს,შეფასების რუბრიკებს,ჩეკლისტებს.ეს მოდული დამეხმარა როგორ განუვითარო მოსწავლეებს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და სასწავლო პროცესში მათი ჩართულობა.ვისწავლე როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი,როგორ განვსაზღვრო დრო მისი მომზადებისათვის.
No comments:
Post a Comment